aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

გეგელია: საკმარისია მამუკა ხაზარაძის გამოსვლას უსმინო, რათა დაინახო მართალი ადამიანის სიმყარე

საქალაქო სასამართლოს შენობა საქალაქო და საქვეყნო უსამართლობის ბასტიონია. რაც დღეს ამ დარბაზში ხდება, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, ამას საერთო არაფერი გააჩნია სამართალთან და სამართლიანობასთან.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტიც, ეს არ არის “საქმე”. ეს არის პარანოიული იდეებით, შეთქმულების თეორიებით შეპყრობილი, შიშებით და კომპლექსებით დახუნძლული ბოროტი კაცუნას მიერ ინიცირებული პოლიტიკური სადამსჯელო სპეცოპერაცია ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ვერ პატიობს ნიჭს, წარმატებას, მომავლის ხედვას.

ეს არის “ფულის გათეთრების საქმე”, რომელსაც არ ჰყავს მოწმეები, რომლებიც რაიმე გათეთრების არსებობას დაადასტურებდნენ.

ეს არის “ფულის გათეთრების საქმე”, სადაც არ ფიგურირებს არალეგალური ფული, რომლის გარეშეც ბუნებაში არ არსებობს და ვერ იარსებებს ვერავითარი გათეთრება.

ეს არის “საქმე”, სადაც არ დგინდება თუ რა მოტივით შეიძლებოდა ჩაედინათ ეს “დანაშაული”, ხოლო უმოტივოდ ეს დანაშაული არ არსებობს.

ეს არის საქმე, რომელზეც კორუფციის კვლევის ათწლოვანი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელმა ექსპერტმა პოლინ დევიდმა პირდაპირ თქვა, რომ საქმეში არ არ არსებობს გათეთრების შინაარსობრივი მდგენელები.

ეს არის საქმე, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო გამჭვირვალობას, ომბუდსმენს თუ ევროპელ პოლიტიკოსებს უსაუბარიათ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მაგალითზე.

საკმარისია მამუკა ხაზარაძის გამოსვლას უსმინო, რათა დაინახო მართალი ადამიანის სიმყარე. საკმარისია ხაზარაძის ქცევა შეადარო დაშინებულ, პანიკურ აფექტში მყოფ პროკურორებს, რათა დაინახო სიმართლეც და პოლიტიკური მდგენელიც.

ეს არის პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, მიმართული არამარტო ამ ადამიანების, არამედ საერთოდ ნიჭის, ხედვის და ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. და დიახ, მიმართული იმისაკენ, რო ამ ქვეყანაში არ განხორციელებულიყო ის გრანდიოზული და ისტორიული პროექტი, რომელიც მაინც აუცილებლად განხორციელდება!

რადგანაც მართალ ადამიანს არაფრის არ ეშინია, ხოლო პარანოიდი კაცუნების დღეები დათვლილია!

წერს სოციალურ ქსელში პარტია ლელოს წევრი გრიგოლ გეგელია, რითაც გამოეხმაურა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის დაკითხვის საკითხს.

იტვირთბა....