aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მდინარაძე იან კელიზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას

იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა მხარდაჭერა, ასეთი უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც სუბიექტურად მოფიქრალს და მოაზროვნეს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას ან ერთ ფრაზას მაინც ობიექტურად აკეთებს
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას, რომელშიც ის ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნუ ეხუმრება აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. აღნიშნული განცხადება იან კელიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც კობახიძემ დეგნანზე თქვა, რომ ის არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ელჩმა კი უპასუხა, რომ ამ სფეროს ცოდნა და გამოცდილება აქვს.

იტვირთბა....