aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

დეკანოიძე: რა სამწუხაროა, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი ძალიან მძიმე ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი ძალიან მძიმე ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, სანამ სკოლის სრული და საფუძვლიანი დეცენტრალიზაცია არ იქნება – სისტემა სულ მოირგებს სკოლას.

“რა სამწუხაროა, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი ძალიან მძიმე ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს. ერთი ხმაც არ ყოფილა. სანამ სკოლის სრული და საფუძვლიანი დეცენტრალიზაცია არ იქნება – სისტემა სულ მოირგებს სკოლას”, – წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

იტვირთბა....