ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება

ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ხაბეიშვილი ოპოზიციას: დავამთავროთ ყოველგვარი დაყოფა, ქვეყანას ვკარგავთ

რატომ არის „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი – ცერცვაძის განმარტება

მიშველაძე: ლაშქარავა ნარკომანი იყო, დევნილი მამაკაცი ლოთი, არც 5 ივლისი ყოფილა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს

ხოშტარია: ამ სახლში კედლებზე სოკოები ამოდის და ოჯახები იწამლებიან

სააკაშვილი: ზუგდიდში ჰოკეის გუნდიც შეუქმნიათ…ოღონდ, ეს ის “ჰოკეისტებია”, ჩვენი აქციების დროს ხელში ცოცხები რომ უჭირავთ

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში – შვილმა შემთხვევით დედა მოკლა