ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: ენმ არ ენდო გუნდის წევრებს, საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ

ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს და საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ.

“ალბათ, წლების განმავლობაში ასეთი ამბავი მოსმენილი არ გექნებათ. ნაციონალური მოძრაობა არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, წაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა. მათ არ ენდნენ, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. ამ ადამიანებს იქ არ უშვებდნენ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, ადამიანები, ვინც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, ისინი გამოკეტილი არიან ფონიჭალაში, ერთ-ერთ ბინაშიო. ცივილიზებულ სამყაროში, მსოფლიოში სად გაგიგიათ, რომ საკუთარი თანაგუნდელები სხვაგან მიჰყავთ, რაიონის მოშორებით რომელიმე პარტიას, რომ რომელიმე სხდომაზე არ გაეპაროს. ნაცმოძრაობამ საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა თბილისში, ერთ სახლში, ერთ ადგილას მოაგროვა, რომ ეს ადამიანები საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ. ასეთი რამე გაგიგიათ? არ ვიცი, გაიტაცეს, ნებაყოფლობით გაჰყვნენ, იქ აქეიფებენ თუ აიძულებენ. ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბავი სხვა ქვეყნიდან არ გამიგია”,- ამბობს მდინარაძე.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

გამყრელიძე: პანიკას ნუ მივეცემით

გამყრელიძე ომიკრონზე: ჰოსპიტალიზაცია 16 000-მდე შემთხვევიდან დაჭირდა დაახლოებით 16 ადამიანს

გამყრელიძე: 15 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, სადღაც 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ

ტალიაშვილი შშმ პირის ცემაზე: ენმ-ს მცდელობა, ხავსს ჩაჭიდებული ჩაუსაფრდნენ შემთხვევებს, წარუმატებელია

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სახელმწიფო ინსპექტორი: მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს