aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: რამდენიმე დღის წინ, ჩემი მშობლები „ფაიზერის“ ბუსტერდოზით აიცრნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფაიზერის ვაქცინის დღეს არსებული დოზები ვადაგასული არ არის.

მისი თქმით, მისი მშობლები, რამდენიმე დღის წინ, სწორედ ფაიზერის ბუსტერდოზით აიცრნენ.

“საქართველოში ფაიზერის ვაქცინის დღეს არსებული დოზები ვადაგასული არ არის და მათ არც ვადა გაგრძელებიათ. უბრალოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და თავად მწარმოებელმა ფაიზერმა დაადგინა ვაქცინის ვადები. გარკვეული პერიოდი ითვლებოდა, რომ იგი 6-თვიანი იყო, თუმცა შემდეგ დადგინდა, რომ მათი ვადა 9-თვიანია. აქედან გამომდინარე, საქართველოში არსებული ვაქცინები არის სრულად ვადიანი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემი მშობლებიც თავიანთი ბუსტერდოზით აიცრნენ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, საფრთხის შემცველი არ არის.

იტვირთბა....