aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი – მინისტრის განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ინფექციამ საქართველომდე არ მოაღწიოს საუკეთესო ღონისძიება არის საკარანტინე სივრცეების მეტად უფრო აქტიურად ამოქმედება და სასაზღვრო კონტროლი, რომელიც გარკვეულ ქვეყნებზე უკვე დაწესებულია.

“საქართველოს მოსახლეობას ამ ეტაპისთვის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ლაბორატორიულად ახალი შტამი არ გამოვლენილა. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავააქტიუროთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მეტად უფრო ეფექტურს გახდის ამ შტამის შემოღწევის შემთხვევაში საქართველოში მის აღმოჩენას”, – განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოში საზღვრის კვეთაზე, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს.

იტვირთბა....