aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კულუმბეგოვი: 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობასა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში ვაქცინაცია საალდებულო უნდა იყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუბეგოვის განცხადებით, 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, მწვანე პასპორტის არეალი მკვეთრად უნდა გაფართოვდეს.

“სავალდებულო ვაქცინაცია: 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში.

მწვანე პასპორტის არეალის მკვეთრი გაფართოება. ვაქცინაციის და რეგულაციების აღნიშნულ სეგმენტებში გაფართოება ერთადერთია შანსია, რომ კოვიდსასაკლაო შევაჩეროთ.

რადგან სახელმწფოს სხვადასხვა მიზეზების გამო უჭირს მსგავსი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება  ერთადერთი გამოსავალია შემდეგ 1 თვეში აღნიშნულ საკითხებზე დაინიშნოს საყოველთაო რეფერენდუმი!”, – წერს კულუბეგოვი.

როგორც ის აღნიშნავს, შესაბამისად შედეგებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს და არა რომელიმე თანამდებობის პირმა!

იტვირთბა....