aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე მთავრობაზე: ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან

დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები.

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე tv პირველის ეთერში საუბრობს.  სარალიძე ამბობს, რომ  ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო “ვიღაცები მიუგზავნეს” და დაემუქრნენ.

იტვირთბა....