aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია პროკურატურას: პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან

საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია და თქვენთვის გავიმეორებ.
ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკველევბი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.
გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან.
კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – ეს რა შეფასებაა – ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდე პროკურორს? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. როგორ თქვენ რამოგვიდგენთ, ყველანი ყრუები.
მინდა იგივე ვაცბნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც.
ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.
იგივეს ვაცნობებ სასამართლოს. ვნხაოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას დ გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.
რაჩ შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს. გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ.
ps ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2ის 9%ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება ნიკა გვარამია პროკურატურის ბრალდებას.

იტვირთბა....