aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

ბასილაია პიჯაკების საქმეზე: ბოტოქსზე რომ საუბრობენ, ჩვეულებრივი სამკურნალო პროცედურაა, ეს უნდა იყოს სასამართლო განხილვის საგანი?

ჩვენი სისტემის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ისტორიის ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი სამართლდება პიჯაკების საქმეზე. ამ საკითხზე ამ საქმის ფარგლებშიც ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი, ამ საქმის კომიკურობის სადემონსტრაციოდ, მაგრამ კომიკურთან ერთად ტრაგედიაა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებდე იმის გამო, რომ ვაცლავ ჰაველის საფლავი რა თაიგულითაც იქნა შემკობილი, ამ თაიგულის შეძენის ხარჯი რატოა გაწეული; ან მაგალითად საზღვარგარეთ ვიზიტებისას ბრონირებული ავტომობილის ქირაობის ხარჯი რატოა წარდგენილი; ან მაგალითად ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტის ხარჯი ბრალად აქვს წარდგენილი; ან მაგალითად ბაიდენს როდესაც  გაუმასპინძლდა სადილით, ეს ხარჯი აქვს წარდგენილი და ა.შ. 9 მილიონს რომ იძახიან, 90% ხარჯების არის ზუსტად ამ სტილის. რაც შეეხება იმ 10%-ს, რასაც თვითონ აფრიალებენ ხოლმე, მასაც აქვს კონკრეტული წარმომადგენლობითი დასაბუთება.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაგალითად, თუნდაც ბოტოქსზე რომ საუბრობენ, უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, საქართველოს წარმომადგენელი. ეს არის ჩვეულებრივი სამკურნალო პროცედურა იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამოიყურებოდეს ჯანსაღად და ისე, რომ ქვეყანას წარმოადგენდეს ადეკვატურად. თუ ვიზაჟისტი დღესაც ჰყავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ამის ხელფასს ვიხდით ჩვენ ჩვენი ჯიბიდან, ის რომ სამკურნალო პროცედურები ჩაუტარდეს პრეზიდენტს, ამაში პრობლემა რაში მდგომარეობს? ეს სისხლის სამართლის ბრალდების საგანი უნდა იყოს და ეს სასამართლო განხილვის საგანი უნდა იყოს? ასეთ დონეზე უნდა დაეშვას ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო სისტემა?

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას. შეგახსენებთ, რომ პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....