ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე სტრასბურგში ვიზიტზე: საუბრის თემა, ალბათ, სააკაშვილიც იქნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის წევრებთან ერთად სტრასტბურგში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგელბში იგეგემბა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაც.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი სასაუბრო თემა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება.

„ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა, ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება.

ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....