aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

უკვე მე-5 ოქროს ბურთი: მესი მსოფლიოში ისევ საუკეთესოა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბარსელონას ფორვარდი, არგენტინელი ლიონელ მესი 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. მან FIFA-ს ოქროს ბურთის მოპოვება მეხუთედ შეძლო.

28 წლის არგენტინელმა ხმათა 41.33% მიიღო, მადრიდის რეალის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ 27.76%, ხოლო ნეიმარმა 7.86%.

2015 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კარლი ლოიდი(“ჰიუსტონ დაში”, აშშ) გახდა.

რაც შეეხება მწვრთნელებს, ჯილდოები ბარსელონას ლუის ენრიკემ და ჯილ ელისმა (აშშ-ის ქალთა ნაკრები) მიიღეს.

წლის საუკეთესო გოლი ბრაზილიელ ვენდელ ლირას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, მესისთან ერთად ნომინირებული იყო პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო და ბრაზილიელი ბრაზილიელი ნეიმარი.

 

იტვირთბა....