ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: მანიპულირებულია – ზუგდიდში ქართული ოცნება იმარჯვებს

პარტია ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევას ეხმაურება და მას მანიპულაციურს უწოდებს.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტში, რომელიც IPSOS-ის საიტზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ  მამუკა წოწორიას 51%, ანზორ მელიას კი გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს.

“ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გუშინ მთავარ არხზე გამოქვეყნდა, სადაც ანზორ მელიასთან დაკავშირებით იყო მონაცემი 54,7%, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით – 45,3%. ამ დოკუმენტში, რომელიც დევს IPSOS-ის საიტზე, წერია 51% – მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% – ანზორ მელიას შემთხვევაში. საინტერესოა, სხვა მონაცემები თითქოს იგივე არის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი თავად მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდება წინაასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ეს მანიპულაცია დოკუმენტში, როგორც ჩანს, ბოლომდე არ წაიშალა და დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6% არის მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში, მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით, ქართული ოცნება და მამუკა წოწერია იგებენ. მანიპულირებული და გადაკეთებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს ანზორ მელია იგებს. ამ შემთხვევაში, ეს როგორც მტკიცებულება დევს ვებ-საიტზე და შეგიძლიათ ახლაც ნახოთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული Ipsos-ის ეგზიტპოლის თანახმად, კითხვაზე შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ანზორ მელიას გამოკითხულთა 54.7%, ქართული ოცნების კანდიდატს კი 45.3% უჭერს მხარს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მელია: შტურმისკენ არ წაგიყვანთ – სპეცნაზმელს არ ვასროლინებ ჩემი სიტყვის გამო

სარალიძე პრეზიდენტს შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს

მელია: სააკაშვილის ტყვეობა თუ გაგრძელდება ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა არ იქნება

დოლიძე: ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს ფასად ათავისუფლებენ

სარალიძე: მეორე შვილს მიკლავდით…

სარალიძე მთავრობაზე: ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან