aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება მიშა სააკაშვილის მძევალია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ხელისუფლებისთვის თავის ტკივილია.

მისი თქმით, მმართველი გუნდი 30 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადირება განხორციელდეს.

“ხელისუფლების ამოცანაა, არჩევნებამდე ნებისმიერი ტიპის თუნდაც მცირე რისკისგან თავი დაიზღვიოს. ეს არის მათი ამოცანა, როგორმე ეს ორი დღე გაათრიონ, მიიყვანონ არჩევნებამდე. შემდეგ ყველას შეუშვებენ, ყველას გამოუშვებენ. მეტიც, მაღალი ალბათობით, შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორონ იმიტომ, რომ ციხეში რომაა ეს თავის ტკივილია მათთვის.

ახლაც გაუშვებდნენ, მაგრამ იმიტომ ვერ უშვებენ, რომ შემდეგ არჩევნებს წააგებენ. ვინ არის მათი ამომრჩეველი? – ვისაც მოეწონა, რომ მიშა ციხეშია. ამ ამომრჩეველს ხომ არ დაკარგავენ?! შესაბამისად, მათ მიშა ციხეში იმიტომ კი არ ჰყავთ, რომ უნდათ, იძულებულები არიან, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ახლაც მიშა სააკაშვილის მძევალია. 30 ოქტომბრამდე ყველა შემთხვევაში ასე იქნება. შემდეგ იმ ევროპარლამენტარებსაც ბოდიშს მოუხდიან, ამათაც მოიპატიჟებენ, ჩამობრძანდით საქართველოშიო.

ყველაფერზე იფიქრებენ, ოღონდ 30 ოქტომბრამდე მათ უნდა შეინარჩუნონ სააკაშვილის ირგვლივ სტერილურობა. მიშა სააკაშვილმა ეს იცის. ვვარაუდობ, რომ ხვალ შეიძლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიტუაცია დამძიმდეს”, – განაცხადა ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....