aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰარცელი: მთავარ საკითხად რჩება ის, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები სრულად იყოს დაცული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.

მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.

“მესამე პრეზიდენტის საქმეს თვალს ვადევნებთ ყურადღებით. მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი საუკეთესო რჩევაა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება”, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....