aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალასანია: ჩემი ინტერესია, ჩემი შვილი გადარჩეს, თუმცა, გადაწყვეტილებას თვითონ იღებს

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა, ვითარება ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. მე მეორედ ვნახე და პირველთან შედარებით ცოტა უფრო დასუსტებული მეჩვენა, სხვა მხრივ, ექიმებს უნდა მოვუსმინოთ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, მაგრამ ყველა იმეორებს იმას, რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ცუდი რამ – გული გაჩერდეს. ისეთ რაღაცებს ასახელებენ, რომ მოსმენაც კი ძნელია ჩემთვის.

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის მოქალაქეა და [გადაცემას] რამდენად დათანხმდება, ამ თემას მე არ შევხებივარ, არ ვიცი, რა აზრის არის. ჩემი, როგორც ოჯახის წევრის ინტერესია, რომ ჩემი შვილი გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი, უვნებლად გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია tv პირველის ეთერში საუბრობს.

იტვირთბა....