aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პენიტენციური: ოთახში მინის ბარიერი იმიტომ განთავსდა, რომ სააკაშვილმა რეგულაციები დაარღვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით”,- წერია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, განცხადება, რომ სააკაშვილს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა, სიცრუეა. პენიტენციური სამსახურის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული უფლებებით.

“ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას არ აძლევს არის სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცედლობას წარმოადგენს.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს.მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ავოკატთან დღესაც შედგა”,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....