aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოლაშვილი: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას მატყუარა ნაცმოძრაობის ბოგინს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ მატყუარა ნაციონალური მოძრაობის ბოგინს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური დაჯგუფება, მათი მმართველობის დროს იყო სისხლისღვრა.

“ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ მატყუარა ნაციონალური მოძრაობის ბოგინს. ეს პარტია არ არის, ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებაა, ამ დაჯგუფების უფროსი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდეს. ვერანაირად ვერ ექნება პოლიტპატიმრის სტატუსი მიხეილ სააკაშვილს.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ ყველა საქმე რომ გამოძიებულიყო, მსოფლიო დაინახავდა, რა კრიმინალთან ჰქონდა საქმე. მსოფლიოს ეს რომ არ დაენახა, სწორედ ამიტომ არ მოხდა ამ საქმეების გამოძიება. ვიღაცების თხოვნა გაითვალისწინეს, ვიღაცების არ გაითვალისწინეს, ახალგაზრდა მთავრობა იყო, გამოუცდელები იყვნენ, პოლიტიკაში არ იყვნენ, გამოცდილება არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, როცა 2013 წელს მოვიდნენ.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს თავიდან გვიწევს ლაპარაკი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური დაჯგუფება, მათი მმართველობის დროს იყო სისხლისღვრა. მიხეილ სააკაშვილი გაღიმებული, გახარებული რომ შედიოდა ციხეში, რომ სცოდნოდა, ისევ დახვდებოდა იქ ის კაცი, კასტილებით რომ აუპატიურებდა, ეგრე ღიმილით შევიდოდა? პრიცნიპში, ეს შეიძლება, შესულიყო ღიმილით”, – განაცხადა მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....