aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარჯველაძე: უპრეცედენტოდ დიდი იყო ენთუზიაზმი მოქალაქეებისა, რომლებიც მობრძანდნენ აქციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მოლოდინს გადააჭარბა გუშინ, ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობამ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა რა ზომის და რა წონის მასშტაბი იყო იმავდროულად. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, მაგალითად, მოლოდინსაც გადააჭარბა, ერთმნიშვნელოვნად, იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც, უპრეცედენტოდ დიდი იყო ენთუზიაზმი მოქალაქეებისა, რომლებიც მობრძანდნენ აქციაზე”,- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

გუშინ, 27 ოქტომბერს, ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცია გაიმართა.

იტვირთბა....