aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი: თუ ახლა ოცნებამ მოიგო, შეგვიძლია 2024 წელს არჩევნები არ ჩავატაროთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით,  თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქართული ოცნება მოიგებს, 2024 წელს არჩევნები შეგვიძლია აღარ ჩავატაროთ.

ამის შესახებ ხიდაშელმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“თუ ახლა ქართულმა ოცნებამ მოიგო, ასე თუ ისე მნიშვნელობა არ აქვს, 2024 წელს, შეგვიძლია არჩევნები არ ჩავატაროთ, ამიტომ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. მეტნაკლებად ჩვეულებრივ ვითარებაში 2030 წლამდე იქნება ბატონი ბიძინა.

ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერავინ მიიმხრობს ნეიტრალური ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის დარჩება სახლში არ აიღებს პასუხისმგებლობას. აქ საუბარია ჩემნაირ ადამიანებზე, ძალიან მიჭირს 5 ნომრის შემოხაზვა ჩემთვის ეს არის ისეთ ღირებულებითი და პრინციპული საკითხი, რომ ვერასოდეს ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე 5 ნომერს შემოვხაზავდი, მაგრამ  მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიასიქ ყოფნა ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებს. ასეთი ამომრჩევლისთვის სერიოზული მოტივაცია შექმნა ამ კოალიციამ”,- განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....