aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო ლომჯარიას დღის შეჯამება: კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღის შეჯამებას Facebook-ზე აქვეყნებს. ომბუდსმენი კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება:
  “დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

  1. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;

აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

  1. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
  2. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი”

იტვირთბა....