aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ ნარკანის ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაცია გასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, პრეპარატ ნარკანის ურეცეპტოდ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე.წ. ნარკანი ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს.

“ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში ლეტალობის შემთხვევები შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ ნარკანის დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იტვირთბა....