aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, 12 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადეს, გააშიშვლეს, დაამცირეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ინფორმაციით, ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის, 12 წლის ბავშვს ერთ-ერთმა მეპატრონემ პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა, სახეში სილა რამდენჯერმე გაარტყა, ფეხი დაარტყა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, შარვლის გახდა აიძულა და ამ მდგომარეობით ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა.

PHR-ის ცნობით, ბავშვის მშობლებმა პოლიციას იმავე დღეს მიმართეს, ბავშვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გაეწიათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია PHR ჩაერთო, მათ მოითხოვეს ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით.

“პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.

PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ.  პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

PHR აღნიშნავს, რომ სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში  ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი  სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს.

იტვირთბა....