aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი ენმ-ზე: ცრუ დაპირებასაც ვეღარ ბედავენ, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით და ათასი სისასტიკით, დანაშაულით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავენ, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს. შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა არის რაღაცნაირად, გარკვეული ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა, – შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან, – წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი, ამის მიუხედავად აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ საერთოდ, როგორი ანეკდოტია?!

საერთოდ, საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ძალები ყველა ქვეყანაში, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და ყველასთვის მიღებულია როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიციური პარტიები ირკიბებიან, მართავენ აქციებს, – ეს აბსოლუტურად ნორმალური, ევროპული პრაქტიკაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....