aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში სრული მობილიზება იქნება.

“ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა, თუ რა პირობები არის ციხის საავადმყოფოში. დაამატეს საჭირო აპარატურაც, რაც აკლდა. საჭიროების შემთხვევაში სრულ მობილიზებას გავაკეთებთ. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 25-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.

იტვირთბა....