aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი ლომჯარიაზე: მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რომელიც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია. ამის შესახებ თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა.

“სახალხო დამცველი ჩემი მინისტრობის პირობებში გამოირჩეოდა #18 დაწესებულების კრიტიკით და როდესაც ჩავყვებოდით მის კითხვის ნიშნებს, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას მოცმულ დაწესებულებაში, შემდეგ თვითონვე იბნეოდა საკუთარ განცხადებებში. არ გამოვრიცხავ, ამასთან გვქონდეს საქმე. ის მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების საკითხს ვერ გაუგო, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა”,- განაცხადა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილისთვის საჭირო სერვისის გაწევა შეუძლია.

იტვირთბა....