aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე: სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომა იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.

მინისტრის თქმით, ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო.

“ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ნინო ლომჯარია პირადად ჩენი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივ საკითხებში. რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში”, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება, სამედიცინო თვალსაზრისით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

იტვირთბა....