aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სააკაშვილის ადვოკატები საგანგებო განცხადებას აკეთებენ – რა მოთხოვნები აქვთ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას აკეთებენ.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ციხის საავადყოფოში გადაყვანის საკითხი ღია განცხადებით უნდა გამოირიცხოს.

“მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო. გადაწყვეტილება მიღებული იყოს არამხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატებთან ერთად, ვინაიდან ჯანდაცვასთან ერთად ეს არის უფლებადაცვითი საკითხიც. ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს მონიტორინგი როგორც სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც წარმოგვიდგინა კონსილიუმმა. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყონებლივ უნდა განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით და მოგვახსენოს არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი შეტანა C კატეგორიის კლინიკების ჩამონათვალში, ყველამ თავი შეიკავოს ამისგან, ეს არის დანაშაული რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი”, – განაცხადა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში გუშინ კონსილიუმი შეიკრიბა. როგორც სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კი აცხადებს, რომ კონსილიუმზე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

იტვირთბა....