aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ინსტრუქცია მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერდოღანის ბრძანებით, პერსონა ნონ გრატად კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ახალი ზელანდია და ამერიკის შეერთებული შტატები გამოცხადდებიან.

“მე მივეცი საჭირო ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი, 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად”, – აცხადებს ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, ელჩების ერთობლივ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კავალა თურქეთში 4 წლის წინ დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი.

იტვირთბა....