aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მორიგ გამარჯვებას ტვიტერის სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

“საქმეებში ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

იტვირთბა....