aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს, ამ ქალაქში კრიმინალები თარეშობდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ქართული ოცნების ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„მინდა, რომ შევაჯამო ჩვენი შეხვედრები. სამეგრელოში  გვქონდა შეხვედრები ჩვენს შტაბებთან. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ აქვთ. ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა.

ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელების და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. მე შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ, მაგალითად, იგივე „კასრების საქმე” და ვინ არის ამ „კასრების საქმის” შემოქმედი, მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები, იცით ხომ, ვინ არის უბირია, კაცი, რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ხელისუფლება და ეს ძალა არის „ნაცმოძრაობა” და სააკაშვილის პარტია.

მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას. ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, ეს იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და მინიმუმ 6 წელი ეს კაცი იჯდება ციხეში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგან კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი უნდა დაესვას ნაციონალური მოძრაობის ბოგინს.

იტვირთბა....