aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს რუსეთის მომხრე პარტიის გამო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია კანონი და სამართლის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კოალიციურ გუნდში ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმოდგენა მისთვის სიურპრიზი იყო.

მისი თქმით, პარტია, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს,  ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო.

“როდესაც ღირებულებების ბრძოლაა, იქ უნდა გავუფრთხილდეთ ღირებულებებს. ვფიქრობ, არ შეიძლება პარტიას, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის პარტია შენს ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო, მაგრამ 30 მოდის და ვემხრობი კოალიციას, რადგან ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. თუმცა, ვიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში.

მეც არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რა არჩევანი გვაქვს? ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს ეს კოალიცია რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. პროცენტულად რას აძლევთ, განულებული პარტიაა, რატომ გადაწყვიტეს რუსეთის მსახური პარტიის შეყვანა თან განულებული პროცენტით, არ ვიცი”, – განაცხადა ჩარკვიანმა პირველ არხთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა. ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, გირჩი – მეტი თავისუფლების, დროას და ერთიანი საქართველოს წევრები არიან წარმოდგენილი.

იტვირთბა....