aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაზარაძის თქმით, მელიას მერის მოადგილის საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ნიკა მელიას თვითონ შესთავაზა.

“ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც ჯაფარიძე ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა”,- თქვა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კოალიციური კაბინეტის სხვა კანდიდატებს, ხაზარაძე ამბობს, რომ ლელოს სხვა პირობები არ წაუყენებია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.

გუნდის სრული შემადგენლობა ასეთია:

  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე
  • ხოშტარია და ირაკლი აბესაძე;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის ხელმძღვანელი – სოფო ჯაფარიძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – მედეა
  • მეტრეველი;
  • დედაქალაქის მერიის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი ნონიაშვილი;
  • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი – დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი – გიგა ლემონჯავა;
  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა;
  • ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის-ჯგუფი – ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე;
  • ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგეობა – დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე;
  • საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე;
  • ისნის გამგეობა – ლანა გალდავა;
  • სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგეობა – რომეო ფარულავა;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ანა ბიბილაშვილი.
იტვირთბა....