aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია: ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც ფავორიტი კახა კალაძეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი კახა კალაძეა.

მისი თქმით, ასეთ დროს ფსონის დადება საშიშია.

“ოპოზიციისთვის გამარჯვება შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე ქალაქის მოგება, მაგრამ ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი კახა კალაძეა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. ასე, რომ ფსონის დადება, ასეთ დროს საშიშია ჩემი აზრით. შეიძლება ძალიან კარგიც აღმოჩნდეს და მე ვცდები ამაში, მაგრამ ხომ უნდა იყოს გასაგები, რომ ყველა დანარჩენი რომ მოიგო და ის წააგო, სადაც ამხელა ფსონი დადე, მაინცდამაინც კარგი საქმე არ არის”, – განაცხადა ხვიჩიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.

იტვირთბა....