aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაცაბიძე: ლიფტებით სარგებლობა რუსთავში იქნება უფასო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო” ამის შესახებ ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამა განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტრო ენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც და შეგროვებაც ძალიან ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე გავაუქმებთ ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი, ევროპული ლიფტებით ჩანაცვლებას. ამ ყველაფრისთვის რუსთავში შეიქმნება ლიფტების მერიის მომსახურების სერვისი”,- ამბობს ლაცაბიძე.

იტვირთბა....