aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ბრაიზა: სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავარობისთვის აბსოლუტური უბედურებაა

ის რაც დღეს ხდება, დემოკრატიული პროგრესიდან მკვეთრ გადახვევად გამოიყურება. აქ მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ. მთავრობამ დააპატიმრა ნიკა მელია, შემდეგ გამოვიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, შემდეგ დააპატიმრა პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ცუდია, მაგრამ ოპოზიციაზეცაა დამოკიდებული ის, რომ პრაგმატული და კონსტრუქციული იყოს და ის რთული საქმე გააკეთოს, რომელიც მოლაპარაკებას და პარლამენტში ბრძოლას უკავშირდება. რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, ეს საქართველოს მთავარობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე, საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც ხალხი თანხმდებოდა, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.

იტვირთბა....