aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: შეიძლება თავი მოეჭრას ქვეყანას, დაიღუპოს მესამე პრეზიდენტი, ამას ისტორიულად ვერ გადაიტანს საქართველო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან მომეწონა ის დიდი აქცია, 14 ოქტომბერს რომ გაიმართა, – ვთვლი, რომ არ უნდა დაშლილიყო, 14 ოქტომბრის აქცია უნდა გაგრძელებულიყო, – ამის შესახებ პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, „დიდი ამბავია.“

„ძალიან მომეწონა ის დიდი აქცია, 14 ოქტომბერს, რომ გაიმართა, მაგრამ მე უფრო სხვა ტემპების მომხრე ვარ. ეს არის პიროვნული და არავითარი დაპირისპირება აქ არ არის. კაცი, როცა შიმშილობს, ყოველდღე მძიმდება, ვთვლი, რომ ის აქცია არ უნდა დაშლილიყო, 14 ოქტომბრის აქცია უნდა გაგრძელებულიყო. 14-ში იყო ბრწყინვალე აქცია და მომინდებოდა, რომ ეს აქცია არ დაშლილიყო. მინდა, რომ გაიმარჯვოს იმ კოალიციამ, მაგრამ მეორე ტურამდე დიდი ამბავია ჩვენ ქვეყანაში. შეიძლება თავი მოეჭრას სამუდამოდ ქვეყანას, ეს არის ის, რომ დაიღუპოს მესამე პრეზიდენტი – ამას ისტორიულად ვერ გადაიტანს საქართველო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იტვირთბა....