aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძემ სააკაშვილი და ენმ ჰიტლერს შეადარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„როგორც ჩანს, გვიწევს, ნაცმოძრაობას“ შევახსენოთ მათი წარსული“,- ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც  ოცნების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ შეკითხვას გამოეხმაურა

ამასთან, მდინარაძემ  მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა.

„მათი წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ჰიტლერი რომ ახსენოს, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რაღატომ ლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენა არისო.

შეიძლება, ჰიტლერი ცოტა ფართო და დიდი მასშტაბის იყო სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს არ უნდა დაავიწყდეთ და ვფიქრობ, ჩვენს შვილებს ვიდეოკოლაჟითა და ყველაფრით უნდა გავახსენოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველი პარტიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო წარწერით – დავასრულოთ ნაცები! ნაცობა სირცხვილია. ვიდეოში გამოყენებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ენმ-ის სხვა ლიდერების კადრები.

იტვირთბა....