aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, რევოლუციურ მუნიციპალიტეტს მოაწყობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ განიხილეს მიმდინარე სასესიო კვირის საორგანიზაციო საკითხები და არჩევნების მეორე ტურის წინ მოსამზადებელი კამპანია.

„უნდა გამოვრციხოთ მაქსიმალურად რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას, რადგან ვიცით, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც რევოლუციური შტაბი და ისინი ამ ერთი გამარჯვებით, არ უნდა დავუშვათ, მაგრამ ჰიპოთეტურად ვამბობ, მოაწყობენ რაღაც რევოლუციურ მუნიციპალიტეტს და არ იქნება ის საზოგადოებაზე ორიენტირებული და საჭიროებაზე მორგებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბევრს ვერ წარმოედგინა არჩევნების 1-ლ ტურში ოცნების 47%-იანი შედეგი, რაც, მისი შეფასებით, სიმართლის გამარჯვება იყო ტყუილსა და ფეიკნიუსებზე.

„ხალხი, რომელიც დღეს ბედავს, აქეთ შემოტევაზე გადმოვიდეს და მაგალითად ისეთი ჯალათის და ჯალათობრივი რეჟიმის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს. როდესაც აი ამ პედესტალიდან მორალური პედესტალიდან გვესაუბრებიან, გვიწევს, მათ შევახსენოთ მათი გუშინდელი დღე.

შევახსენოთ, რომ არამხოლოდ ის ბოროტება, მათი მმართველობის დროს განახორციელეს, არამედ მათ უკან არის ფასადური აღმშენებლობა. არავინ შემკამათებელი არ ჰყავდა 8 თუ 9 წლის წის განმავლობაში, არც ტელევიზია, არც საინფორმაციო საშუალება, ერთი-ორი პატარა ტელევიზიის გარდა.

სფეროს ვერ დამისახელებთ, სადაც ნაცმოძრაობამ იმის ნახევარი გააკეთა, რაც ქართულმა ოცნებამ და მე ბოდიშს მოვიხდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„შეგვიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვათ, დავარქვათ გნებავთ ბოლო გაფართხალება, დავარქვათ კუდის მოქნევა. ამ დროს, როდესაც ასრულებს, მაგალითად, რომელიმე ბოროტი პოლიტიკური ძალა თავის მოღვაწეობას, ეს კუდის მოქნევა შეიძლება იყოს ძლიერი და ეს 3%-იანი ნამატი მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე ამ ფაქტორმა გამოიწვია“, – განმარტავს ის.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის ლიდერები მიშისტების სექტაა და ნაცობა სირცხვილია.

იტვირთბა....