aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბერიძე: შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, 6 თვეზე მეტია, შატალოვასთან ურთიერთობა არ მქონია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ მას 6 თვეა მოკლულ ანასტასია შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია და თავადაც შეძრულია მომხდარი ტრაგედიით.

“მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, 6 თვეზე მეტია, საერთოდ ურთიერთობა არ მქონია. პოლიცია მუშაობს მოკლედ და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება დამნაშავე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”. – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხეს. გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან საერთო შვილი ჰყავდა.

ქალი თბილისში, კამანის ქუჩაზე, მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.

იტვირთბა....