aviabiletebi
მთავარი მსოფლიო

ჰაიტიში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მისიონერები გაიტაცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსისთან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა აშშ-იდან ჩასული ქრისტიანი მისიონერები და მათი ოჯახების წევრები გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გატაცებულთა შორის არიან ბავშვებიც.

გამტაცებლების ხელში, სულ მცირე, 15 ადამიანი აღმოჩნდა. დამნაშავეებმა ისინი იმ ავტობუსიდან გაიტაცეს, რომლითაც ობოლ ბავშვთა თავშესაფარს სტუმრობდნენ.

მსოფლიოს მასშტაბით, ჰაიტიზე გატაცების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რადგან მძლავრი დაჯგუფებები უკანონო სიტუაციას ფულის გამომუშავების მიზნით იყენებენ და გამოსასყიდს მოითხოვენ.

იტვირთბა....