aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთმა გამოსცადა ახალი ზებგერითი რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის პოტენციალი აქვს.

ამის შესახებ დოიჩე ველე წერს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, იარაღის გამოცდა აგვისტოში განხორციელდა, რამაც ამერიკული დაზვერვა გააოცა.

ზებგერითი რაკეტა დაბალი ორბიტის სივრცეში გაფრინდა და დედამიწას გარშემო შემოუარა, რის შემდეგაც სამიზნე დარტყმის განსახორციელებლად დაეშვა, თუმცა სამიზნეს ასცდა.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩინეთი ზებგერითი იარაღის შემუშავებაში იმაზე ბევრად წინ წავიდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ელოდებოდა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტის გამოცდის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებას წინასწარ არ განუცხადებია.

 

იტვირთბა....