aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია ივანიშვილს: აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილს კითხვით მიმართა, თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება. ამის შესახებ მან tv პირველის ეთერში განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება. მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ – 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან ოცნების დღევანდელო ბოსები – ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას”,- ამბობს გიორგი გახარია.

იტვირთბა....