aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, დანგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. დადგინდა, რომ პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედელი, რის გამოც შენობაში ცხოვრება სახიფათოა.

კორპუსების მცხოვრებლების ევაკუაცია დროებით, პრევენციის მიზნით ხორციელდება იქამდე, ვიდრე კორპუსზე გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, 60-მდე ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადადის. რამდენიმე საათში, კორპუსში შესაბამისი სამსახურები კომუნიკაციებს გათიშავენ. მოქალაქეებს ბინიდან პირადი ნივთები გააქვთ.

იტვირთბა....