aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: გახარია ნაცმოძრაობასთან მოლაპარაკებას ვერ გაბედავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებას ვერ გაბედავს.

მისი თქმით, როგორც კი ის ნაცმოძრაობასთან შევა მოლაპარაკებაში, მისი მხარდამჭერებიდან, უკვე მხარს ერთი ადამიანიც კი აღარ დაუჭერს

“გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებას ვერ გაბედავს. რადგან, როგორც კი ის ნაცმოძრაობასთან შევა მოლაპარაკებაში, მისი მხარდამჭერებიდან, უკვე მხარს ერთი ადამიანიც კი აღარ დაუჭერს. იმ ხალხმა ზუსტად იცის ვის უნდა დაუჭიროს მხარი მეორე ტურში. ჩვენ ყველას ამომრჩევლებს პატივს ვცემთ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა არის მის ხმასთან მიმართებით”, – განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....