aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

დოლიძე სააკაშვილზე: განრისხებული ვარ იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, ეს მტარვალი დაიცვას

განრისხებული ვარ უბრალოდ, განრისხებული იმის გამო, რომ კიდევ ვიღაცას აქვს უფლება, სინდისი, ნამუსი, რომ გამოვიდეს და ეს მტარვალი დაიცვას. ეს ჩვეულებრივი მტარვალია. მე ვინ მეკითხება, მაგრამ წესით ის უნდა იჯდეს ისეთ ციხეში, როგორშიც ამყოფებდა ათასობით და ასიათასობით ადამიანს. ზუსტად ის პირობები უნდა გაიაროს. ახლა დაცინვად მეჩვენება თაფლი მივუტანეთ, ლეიბი არ მოწონს, ტელევიზორი არ აქვს… ეს ისეთი ცინიზმია, ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვლაპარაკობ, მაგრამ გარედან ვუყურებ სამწუხაროდ და საუბედუროდ როგორც რეჟისორი. ტრილერიც არ არის ეს, ეს არის რაღაც საშინელება
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....