aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა: ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შეიძლება აღმოვჩნდეთ უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ისევ „ლოქდაუნს“ მიმართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში აცრის საერთო რაოდენობა კატასტროფულად დავარდნილია და ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, საქართველო შესაძლოა, უკანასკნელი ქვეყანა აღმოჩნდეს, სადაც ისევ ლოქდაუნის დაწესება გახდება საჭირო.

“დღეს ვხედავთ, რომ დავარდნილია აცრის საერთო რაოდენობა კატასტროფულად, ხელისუფლება აღარაფერს აღარ აკეთებს, პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა და 4 800-მდე ავიდა ყოველდღიური შემთხვევა. 5 000-ზე ზემოთ, ჩვენ ვიცით, რომ ჯანდაცვის სისტემა ბოლომდე კოლაფსში ვარდება. ამიტომ, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. პრაქტიკულად, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ უკანასკნელი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც ისევ ლოქდაუნებს მიმართავენ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ პოლიტიკურ კალენდარს მოარგო და პოლიტიზირება მოახდინა ადამიანების ჯანმრთებოს. ფაქტია, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ჩვენ უნდა მივხედოთ და ამის ერთადერთი საშუალება დღეს არის აცრა და მხოლოდ აცრა”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 2 დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 5 000-ს აღწევს.

იტვირთბა....