aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: უნდა დავაფასოთ პიროვნება, შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში მიაღწევთ დიდ წარმატებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პატრიარქის თქმით, სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული და შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.

„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!

ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.

მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.

სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!”, – აცხადებს ილია მეორე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

იტვირთბა....