aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება: გთავაზობთ, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთი მხარეებს სთავაზობს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით.

“ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი.

გარდა ამისა, რუსეთის მხარემ ცალკე გაამახვილა ყურადღება საქართველოს დესტრუქციული პოლიტიკის კონტრპროდუქტიულობაზე. მტრული პოზიციის დაკავებით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდენციური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. პირველ რიგში საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მსოფლიოსთვის ცალმხრივი და პოლიტიზირებული ხედვის წარდგენა გაეროს ტრიბუნებიდან, რაშიც არ მონაწილეობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, შეუძლებელს ხდის დიალოგს ჟენევის დისკუსიების ეგიდით მოცემულ პრობლემაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება.

იტვირთბა....